საქართველოს მეფეები
პროექტის სახელი–„საქართველოს მეფეები“
პროექტის მოკლე აღწერა–მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციის აღნიშნული თემის შესახებ,მათ ევალებათ ინტერნეტისა დალიტერატურის გამოყენებით ნებისმიერ მეფეზე ინფორმაციის შეგროვება.ასევე უნდა მოიძიონ ფოტოები,ლექსები,მოთხრობები მათ შესახებ და შემდეგ ხდება მათი ნამუშევრების პრეზენტაცია.
პროექტის სრული აღწერა–მოსწავლეები იკვლევენ და მუშაობენ თუ როდის მოღვაწეობდა მათ მიერ არჩეული მეფე,ვინ იყვნენ მათი შთამომავლები და წინაპრები.მნიშვნელოვანია ასევე რამდენი წელი მართავდა საქართველოს,რა გააკეთა ან რა მოხდა მისი მეფობის პერიოდში.მნიშვნელოვანია ასევე რომელ ცნობილ ომებში მიუღია მონაწილეობა .ასევე მასალას თან უნდა დაურთონ:ფოთო/ვიდეო მასალა და ლექსი.ასევე მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას არჩეულ თემასთან დაკავშირებით კითხვებზე:
თუ რომელი მეფის დროს იყო საქართველო აღორძინებული .მოცემულია სავარაუდო პასუხები ესენია:
1.დავით აღმაშენებელი
2.თამარი
3.ვახტანგ გორგასალი
4.ერეკლე მეორე
მოსწავლეთა ასაკი /კლასები 9–10
ვადები და ხანგრძლივობა 1 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში–ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება ,ფოტო/ვიდეო მასალის შეგროვება.
სარგებლობა სხვებისთვის –პატარა თაობას ჩაუნერგონი ისეთი ძლიერი სიყვარული თავიაანთი სამშობლოსი,როგორიც მათ წინაპრებს ქონდა.
სამშობლო ენა–ქართული.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფეფთან/ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშრი–ამ პროექტის მომავალი თაობა შეისწავლის ჩვენი ერის წარსულს და გაიუმჯობესებს უნარებს: ლიტერატურაში (განუვითარებს საკომუნიკაციო უნარებს: წერას, კითხვას, მოსმენას, საუბარს)
ისტორიაში(შეისწავლიან საქართველოს წარსულს,იგებენ თუ რომელ მეფეს რა ღვაწლი მიუძღვის საქართველოს აღორძინებაში და რის ფასად უჯდებოდათ მათ ეს.)
რელიგია(ბავშვები იგებენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე,როგორ იცავდნენ მათი წინაპრები თავიაანთ სარწმუნოვებას.)
პროექტის ფასილიტატორის სახელი–რუსუდან აბესაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა–abesadzerusudani@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი ბლოგში–abesadzerusudaniblogspot.com