Saturday, December 17, 2011

დავით აღმაშენებელი


პროექტის სახელი:დავით აღმაშენებელი
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები გამოიკვლევენ რით იყო მნიშვნელოვანი მისი მეფობა
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეებთან დისკუსიის დროს მივედით იმ დასკვნამდე რომ გვჭირდება უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვება დავით აღმაშენებელზე.ამიტომ გადავწყვიტეთ აღნისნული პროექტის განხორციელება.
კლასი დავყავი ჯგუფებად,თითეულ ჯგუფს მივეცი დავალება :
I.
ჯგუფიევალება მოიძიონ ინფორმაცია დავით აღმაშენებელზე,იმსჯელებენ როგორც პიროვნებაზე,მოიპოვებენ ინფორმაციას ბიბლიოთეკებში,ისტორიის სახელმძღვანელოებში,ინტერნეტში.
II.
ჯგუფიევალება მოიპოვონ ინფორმაცია თუ რა რეფორმები გაატარა,როგორ შეძლო დანგრეული სამეფოდან ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.რატომ უწოდა მადლიერმა შთამომავლობამ აღმაშენებელი.
III.
ჯგუფიევალება ინფორმაციის მოპოვება დავითის მიერ გადახდილ ომებზე,მათ მნიშველობაზე და შედეგებზე.
IV.
ჯგუფიევალებათ მოიძიონ ლექსები,მოთხრობები,მითები,ლეგებდები დავით აღმაშენებელზე.
სამუშაო ჯგუფი ახორციელებს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოებს,აკეთებენ ნამუშევრების პრეზენტაციას,ექსკურსიაზე ნანახს,აღქმულ შთაბეჭდილებებს აჩვენებენ სლაიდების სახით,მოაწყობენ ფოტო გამოფენას,წაიკითხავენ ლექსებს,თითეული ჯგუფი წარადგენს თავის დავალებას,მათი ნამუშევრების შეფასება მოხდება ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება,ზეპირი პრეზენტაცია,წერითი სამუშაოს,ისტის გამოყენება,ჯგუფში თანამშრომლობა,ბიბლიოთეკის გამოყენება.
მონაწილეთა ასაკი:(10–13)
ვადები/ხანგრძლივობა:(1–2თვე)
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში :კლასი მიმყავს ექსკურსიაზე გელათშივატარებ შემეცნებითი სახის გაკვეთილს.
ადგილზე ვაჩვენებ გელათის სამონასტრო კომპლექსს,გელათის აკადემიას,დავითის საფლავს,ყველაფერს ვაფიქსირებთ ვიდეოკამერით,ვიღებთ სურათებს,ვქმნით ფოტოალბომს 
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევაძიების უნარები,მიღებული ცოდნის გამოყენების უნარი,ისწავლიან ინფორმაციის მოპოვებას, შექმნიან ვებგვერდს ინტერნეტში.
სარგებელი სხვისთვის:ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება მოსწავლის მიერ განთავსებული ინფორმაცია დავით აღმაშენებელზე.
სამუშაო ენა:ქართული

პროექტის ფასილიტატორის სახელი–რუსუდან აბესაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა –abesadzerusudani@gmail.com
პროექტის ბებ–გვერდის ბლოგი–abesadzerusudaniblogspot.com

No comments:

Post a Comment