Tuesday, December 20, 2011

დავით აღმაშენებელი



საქართველოს მეფეები
პროექტის სახელი–„საქართველოს  მეფეები“
პროექტის მოკლე აღწერა–მოსწავლეები მოიძიებენ  ინფორმაციის აღნიშნული თემის შესახებ,მათ ევალებათ ინტერნეტისა დალიტერატურის გამოყენებით ნებისმიერ მეფეზე ინფორმაციის შეგროვება.ასევე უნდა მოიძიონ  ფოტოები,ლექსები,მოთხრობები მათ შესახებ და შემდეგ ხდება მათი ნამუშევრების პრეზენტაცია.
პროექტის სრული აღწერა–მოსწავლეები იკვლევენ და მუშაობენ თუ როდის მოღვაწეობდა მათ მიერ არჩეული მეფე,ვინ იყვნენ მათი შთამომავლები და წინაპრები.მნიშვნელოვანია ასევე რამდენი წელი მართავდა საქართველოს,რა გააკეთა ან რა მოხდა მისი მეფობის პერიოდში.მნიშვნელოვანია  ასევე რომელ ცნობილ ომებში მიუღია მონაწილეობა .ასევე მასალას თან უნდა დაურთონ:ფოთო/ვიდეო მასალა და ლექსი.ასევე მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას არჩეულ თემასთან დაკავშირებით კითხვებზე:
თუ რომელი მეფის დროს იყო საქართველო აღორძინებული .მოცემულია სავარაუდო პასუხები ესენია:
1.დავით აღმაშენებელი
2.თამარი
3.ვახტანგ გორგასალი
4.ერეკლე მეორე
მოსწავლეთა ასაკი /კლასები 9–10
ვადები და ხანგრძლივობა 1 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში–ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება ,ფოტო/ვიდეო მასალის შეგროვება.
სარგებლობა სხვებისთვის –პატარა თაობას ჩაუნერგონი ისეთი ძლიერი სიყვარული თავიაანთი სამშობლოსი,როგორიც მათ წინაპრებს ქონდა.
სამშობლო ენა–ქართული.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფეფთან/ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშრი–ამ  პროექტის მომავალი თაობა შეისწავლის ჩვენი ერის წარსულს და გაიუმჯობესებს უნარებს: ლიტერატურაში (განუვითარებს საკომუნიკაციო  უნარებს: წერას, კითხვას, მოსმენას, საუბარს)
ისტორიაში(შეისწავლიან საქართველოს წარსულს,იგებენ თუ რომელ მეფეს რა ღვაწლი მიუძღვის საქართველოს აღორძინებაში და რის ფასად უჯდებოდათ მათ ეს.)
რელიგია(ბავშვები იგებენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე,როგორ იცავდნენ მათი წინაპრები თავიაანთ სარწმუნოვებას.)
პროექტის ფასილიტატორის სახელი–რუსუდან აბესაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა–abesadzerusudani@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი ბლოგში–abesadzerusudaniblogspot.com

Saturday, December 17, 2011

დავით აღმაშენებელი


პროექტის სახელი:დავით აღმაშენებელი
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები გამოიკვლევენ რით იყო მნიშვნელოვანი მისი მეფობა
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეებთან დისკუსიის დროს მივედით იმ დასკვნამდე რომ გვჭირდება უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვება დავით აღმაშენებელზე.ამიტომ გადავწყვიტეთ აღნისნული პროექტის განხორციელება.
კლასი დავყავი ჯგუფებად,თითეულ ჯგუფს მივეცი დავალება :
I.
ჯგუფიევალება მოიძიონ ინფორმაცია დავით აღმაშენებელზე,იმსჯელებენ როგორც პიროვნებაზე,მოიპოვებენ ინფორმაციას ბიბლიოთეკებში,ისტორიის სახელმძღვანელოებში,ინტერნეტში.
II.
ჯგუფიევალება მოიპოვონ ინფორმაცია თუ რა რეფორმები გაატარა,როგორ შეძლო დანგრეული სამეფოდან ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.რატომ უწოდა მადლიერმა შთამომავლობამ აღმაშენებელი.
III.
ჯგუფიევალება ინფორმაციის მოპოვება დავითის მიერ გადახდილ ომებზე,მათ მნიშველობაზე და შედეგებზე.
IV.
ჯგუფიევალებათ მოიძიონ ლექსები,მოთხრობები,მითები,ლეგებდები დავით აღმაშენებელზე.
სამუშაო ჯგუფი ახორციელებს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოებს,აკეთებენ ნამუშევრების პრეზენტაციას,ექსკურსიაზე ნანახს,აღქმულ შთაბეჭდილებებს აჩვენებენ სლაიდების სახით,მოაწყობენ ფოტო გამოფენას,წაიკითხავენ ლექსებს,თითეული ჯგუფი წარადგენს თავის დავალებას,მათი ნამუშევრების შეფასება მოხდება ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება,ზეპირი პრეზენტაცია,წერითი სამუშაოს,ისტის გამოყენება,ჯგუფში თანამშრომლობა,ბიბლიოთეკის გამოყენება.
მონაწილეთა ასაკი:(10–13)
ვადები/ხანგრძლივობა:(1–2თვე)
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში :კლასი მიმყავს ექსკურსიაზე გელათშივატარებ შემეცნებითი სახის გაკვეთილს.
ადგილზე ვაჩვენებ გელათის სამონასტრო კომპლექსს,გელათის აკადემიას,დავითის საფლავს,ყველაფერს ვაფიქსირებთ ვიდეოკამერით,ვიღებთ სურათებს,ვქმნით ფოტოალბომს 
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევაძიების უნარები,მიღებული ცოდნის გამოყენების უნარი,ისწავლიან ინფორმაციის მოპოვებას, შექმნიან ვებგვერდს ინტერნეტში.
სარგებელი სხვისთვის:ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება მოსწავლის მიერ განთავსებული ინფორმაცია დავით აღმაშენებელზე.
სამუშაო ენა:ქართული

პროექტის ფასილიტატორის სახელი–რუსუდან აბესაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა –abesadzerusudani@gmail.com
პროექტის ბებ–გვერდის ბლოგი–abesadzerusudaniblogspot.com